07, ივნისი 2019 18:30:00
,,წყალი და ადამიანი“ - ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა ბათუმის სასწავლო საინჟინრო სასწავლებელ ,,ანრიში“. მსოფლიო ოკეანის დღესთან დაკავშირებულ აქტივობაში, სასწავლებლის სტუდენტებმა ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. ღონისძების ფარგლებში დაგეგმილია ასევე კონფერენცია, რომელშიც ბათუმში არსებული საზღვაო სასწვალებლის პროფესორები და სტუდენტები ზღვის ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ.