13, იანვარი 2017 11:22:00
საზღვარგარეთ სწავლების საფასური 26 სტუდენტს დაუფინანსდება. აჭარის განათლების სამინისტრომ, წელს პირველად, საზღვარგარეთ სწავლების პროგრამა გამოყო და 325 000 ლარით დააფინანსა. თითქმის 3 მილიონი ლარითაა გაზრდილი, უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაც.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მიმდინარე წელს, 31 სკოლის მშენებლობა-რეკონსტრუქციას გეგმავს. მათგან 4-ის მშენებლობა წელს დასრულდება. წელსვე, მეექვსე საჯარო სკოლის ეზოში, 1000 ბავშვზე გათვლილი შენობის ასაშენებლად პროექტის შესყიდვაა დაგეგმილი.
სიახლეებია დაგეგმილი სპორტის მიმართულებითაც. ცვლილებები შევიდა სათამაშო და ინდივიდუალურ სახეობათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში. დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ მიმდინარე წელი ინფრასტრუქტურის განვითარების წელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონს საცურაო აუზი და სპორტის სასახლე ექნება. პრობლემაა ის, რომ ამ პროექტებისთვის ბიუჯეტში თანხა გათალისწინებული არ არის.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ საცურაო აუზისა და სპორტის სასახლის მშენებლობისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში კორექტირებისას გაიწერება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 45 747000 ლარია.