10, ივნისი 2019 17:58:00
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია - მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით, მიმდნარე წლის პირველ კვარტალში, ეს ციფრი 281.1 მლნ. აშშ დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.3 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა სახელდება.