10, ივნისი 2019 18:00:00
პორტუგალიაში ვიზიტისას, აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრები, მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე ხელი მოეწერა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2021 წელს World Travel Award-ის დაჯილდოების ცერემონიალის ბათუმში ჩატარებასთან დაკავშირებითაც. მასალა მთავრობის პრესცენტრმა მოგვაწოდა.