ორშაბათი 24, ივნისი 2019

დასუფთავების აქცია

10, ივნისი 2019 17:03:00

სტუდენტებმა მახინჯაურის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.  აქტივობა   ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განახორციელეს.  ახალგაზრდებმა ზღვის ზოლი ნარჩენებისგან და პლასტმასისგან გაწმინდეს. დასუფთვების აქცია მსოფლიო ოკეანის დღეს მიეძღვნა. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით   უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მსგავს ღობისძიებებს სამომავლოდაც განახორციელებს. თარიღთან დაკავშირებით  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეწყობა გამოფენები, დისკუსიები და შემეცნებითი ტურები ოკეანის და მისი ეკოსისტემების პრობლემების გასაცნობად.

 

ავტორი(ები)

109

დღის ამბები