10, ივნისი 2019 17:12:00
სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში ამბობენ, რომ ისინი დიდი რაოდენობითაა და სტატუტები ერთმანეთს ფარავს, ამიტომ დახვეწას და გაერთიანებას საჭიროებს. ამასთან, ის უნდა შეიცავდეს სახელმწიფოს ფერს და სახელმწიფო სიმბოლოებს. დაცული უნდა იყოს იერარქიაც. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონი ძალაში 2019 წელს შევიდა.პარალელურად კი ჯილდოების გამოყენების კანონზე მუშაობა მიმდინარეობს.