ორშაბათი 24, ივნისი 2019

თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა ბათუმში

11, ივნისი 2019 09:25:00

თურქეთ-საქართველოს სანაპირო დაცვის ორმხრივი ურთიერთობების გეგმის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა შემოვიდა.აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სანაპირო დაცვის ორი თურქი და ორი ქართველი თანამშრომელი გაცვლით პროგრამაში ჩაერთვება. დღეს TCSG-307 თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღის დათვალიერება  ვიზიტორებს 13:00-17:00  საათზე შეეძლებათ.საპორტო ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვის გემების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები  გაიმართება.

ავტორი(ები)

110

დღის ამბები