სამშაბათი 18, ივნისი 2019

შოთა რუსთაველის კაბინეტი ფრანკფურტის უნივერსიტეტში

11, ივნისი 2019 11:04:00

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა.ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა აქვს. ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურიმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა გახსნეს.მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება დაიწყო. ამ დროისთვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია.

ავტორი(ები)

133