12, ივნისი 2019 10:01:00
პურის ფაფა კარაქით (იაღით) განსაკუთრებული და აუცილებელი კერძია, როცა იბადება ახალი სიცოცხლე.გავრცელებულია ზემო აჭარაში.სიძლიერისა და გონიერების სიმბოლო გახლავთ.მიირთმევენ და ყველა ლოცავს ახალშობილს.
ინგრედიენტები:
- ფქვილი
- მარილი
- წყალი
- ზეთი
- კარაქი (იაღი
ავადუღოთ წყალი, ჩავამატოთ ცოტა ზეთი და მარილი გემოვნებით. როცა კარგად ადუღდება ნელნელა ვამატოთ ფქვილი და ვურიოთ. როცა მასა კარგად გასქელდება, გადმოვიტანოთ ცალ-ცალკე თეფშებზე და ზემოდან დავასხათ ტაფაზე დამწვარი ცხელი კარაქი. გემრიელად მიირთვით!