სამშაბათი 25, ივნისი 2019

სასამართლომ მერიას მუსლიმ თემთან მოლაპარაკება დღეისთვის დაავალა

12, ივნისი 2019 10:53:00

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სადაო საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. 22 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, ბათუმის მერიის ადვოკატის  მოთხოვნით,  მეორედ მისცა შანსი თვითმმართველობას, გადაწყვეტილების მიღებამდე  მოსარჩელე მხარეს შეხვედროდა.
მიცემული ვადა ბათუმის მერიამ არ გამოიყენა. 
პროცესის დაწყებისთანავე, მოსამართლემ მერიას შესთავაზა დღესვე შეხვდეს მუსლიმ თემს და კონკრეტული პასუხით დაბრუნდნენ სასამართლო დარბაზში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ჩათვლის, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა. 
 მხარეებს მოსამართლის ეს შეთავაზება მოეწონათ და ჩათვალეს, რომ ეს იყო სასამართლოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, მაქსიმალურად გამოეყენებინა მოლაპარაკებების რესურსი და თავიდან აეცილებინა, სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება. 
"დიდი ხანია, როცა ეს დავა დავიწყეთ, მაშინვე ვიცოდით მერიის პოზიცია, რომ ის არის აბსოლუტურად უსუსური ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მერია ამ საკითხს არ წყვეტს, ამას წყვეტს ცენტრალური ხელისუფლება. პოლიტიკური ნება, რომელიც მეჩეთის აშენებას სჭირდება, მერიას არ აქვს. ბათუმის მერია არის გამოუვალ სიტუაციაში, რომ სხვადასხვა გზებით და ხრიკებით გადადოს პროცესები. გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური იმ გარემოებიდან გამომდინარე, თითქოს საინიციატივო ჯგუფი არ აქტიურობს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მეჩეთი აშენდეს" - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ.

ავტორი(ები)

135

დღის ამბები