12, ივნისი 2019 12:51:00
იანვარ-აპრილში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 5,378,269,873 ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობამ 27,010,225 ლარი შეადგინა. აქედან შემოსულობა მიწის გაყიდვიდან - 20,962,596 ლარი იყო. სახელმწიფო ბიუჯეტში მიწის გაყიდვიდან 1,678,644 ლარის, ხოლო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში 19,283,951 ლარის მობილიზება მოხდა.
ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.