პარასკევი 19, ივლისი 2019

უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტი 5 216 800 ლარით განისაზღვრა

12, ივნისი 2019 16:12:00

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტი 5 216 800 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე 170 ათასი ლარით მეტია. 
აღნიშნული თანხა გათვალისწინებული უნდა იქნეს „აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტში. აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს კი, საბოლოოდ, თავად უმაღლესი საბჭო ამტკიცებს.
უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, 2020 წლისთვის საბჭოში მომუშავეთა რიცხვი არ იცვლება და კვლავ 117 საშტატო ერთეულითაა განსაზღვრული.
აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხარჯებისთვის 5 006 800 ლარია განსაზღვრული. 2020 წლისთვის კი, ეს თანხა 170 ათასი ლარით იზრდება და 5 176 800 ლარი იქნება.
უცვლელი დარჩა შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა. 
უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 11 ივნისიდან ამოქმედდა.

ავტორი(ები)

64

დღის ამბები