12, ივნისი 2019 17:12:00
„მაგთიკომი“ 2019 წლის 15 ივნისიდან „მაგთიფიქსის“ სერვისს აუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, საზღვრისპირა და მთის ბევრი სოფელი სატელეფონო კავშირის გარეშე დარჩება. მიზეზად კომპანია ლიცენზიის ვადის ამოწურვას ასახელებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომს“ მოუწოდებს, „მაგთიფიქსის“ აბონენტები ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოს და მომსახურების გარეშე არ დატოვოს.