12, ივნისი 2019 17:05:00
„მაგნოლიებია ზღვისპირა ქალაქში“ - ამ სახელწოდების საიუბილეო საღამო ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. ლიტერატურულ მუსიკალური პერფორმანსი არქიმანდრიტ ანდრია ახალაძის მიერ იყო წარმოდგენილი.. საპატიო ბათუმელის წოდების მოძღვარმა ბათუმსა და ბათუმელებს თავისი შემოქმედება მიუძღვნა. მამა ადამია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოეტი, მწერალი და პროზაიკოსია. ამასთან, 10 წიგნისა და 90 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.