12, ივნისი 2019 21:55:00
TV 25 კიდევ ერთი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფინანსური დახმარების ფარგლებში, მაუწყებლის ოფიციალური გვერდი TV25.GE განახლდება. ახალი ვებ-პორტალი თანამედროვე დიზაინის და ფუნქციურად მრავალფეროვანი იქნება, რაც უმნიშვნელოვანესია არხისთვის ფინანსური მდგრადობის ხელშესაწყობად. განახლების ფალგლებში ვებგვერდზე მომხმარებლებს ყოველდღიურ სიახლეებთან ერთად შემეცნებით და სიღრმისეულ მასალებს შევთავაზებთ.
"ინტერნიუსი საქართველოს" საგრანტო პროექტის გამარჯვებულებს შორისაა:
- ტვ პირველი - სოფლად მცხოვრები ქალები
- Qartli.ge - თრიალეთის ამბები
- მე-9 არხი - სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობის გაზრდა
- 25-ე არხი - ვებგვერდის განვითარება