12, ივნისი 2019 20:32:00
„შენი იდეა ბათუმს“ პროექტში განაცხადების მიღება დასრულდა. ვებგვერდზე idea. batumi. ge 35 სხვადასხვა კატეგორიის დოკუმენტი დარეგისტრირდა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ათ მათგანს შეარჩევს. აქედან კი 3 გამარჯვებული გამოვლინდება.რა მიმართულებით სურთ ბათუმელებს 120 ათასი ლარის დახარჯვა?
ტურუსტული ქალაქის განვითარებისთვის პროექტში 35 მოქალაქის განაცხადი დარეგისტრირდა. ერთ-ერთი იდეა ფიროსმანის ქუჩის ღია გალერეად გადაქცევაა. მისი ავტორი 21 წლის გვანცა ლომაძეა. გვანცას მიზანი, რეკრეაციული სივრცისთვის შემოქმედებითი ხასიათის შეძენაა.
კიდევ ერთი იდეა ბულვარსა და სკვერებში ჩიტების ფერადი სახლების განთავსებაა. ანასტასია მახათაძე ამბობს, რომ ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც მტრედებისა და ჩიტების სახლები აშენდება, რაც სანახაობრივი იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვისაც.
ერთ-ერთი ინიციატივა, ქუჩის მხატვრობის მეშვეობით, საკანალიზაციო ჭების ლუქების მიმზიდველ ტურისტულ ატრაქციებად გარდაქმნაა. ავტორის, მიზანი უფუნქციო და არაესთეტიური ფოლადის თავსახურების ბათუმისთვის სახასიათო ილუსტრაციებით მოხატვაა.
პროექტი ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტირების მხარდამჭერია USAID დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
მრჩეველთა საბჭო, სპეციალისტებთან ერთად, ათ იდეას შეარჩევს. საბოლოოდ, სამ გამარჯვებულს მოქალაქეები ხმის მიცემის საშუალებით გამოავლენენ.
„ღია მმართველობის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტი საპილოტეა და მომავალ წელსაც გაგრძელდება. გამარჯვებული სამი იდეა, თითოეული დაახლოებით 40 ათასი ლარით დაფინანსდება.