ორშაბათი 24, ივნისი 2019

საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის

13, ივნისი 2019 09:32:00

მახუნცეთის ჩანჩქერი  ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილო ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე. მდინარე აჭარისწყლის პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალიან შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები. ჩანჩქერზე მისვლა შესაძლებელია მანქანით, ან სამარშრუტო ტაქსით, რადგან  მთავარ გზასთან ახლოს მდებარეობს. ჩანჩქერის მონახულება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ნაწარმი: თაფლი, ჩურჩხელა და ა.შ. ბათუმიდან  სამგზავროდ ერთი საათიც არ დაგჭირდებათ. შთაბეჭდილებები კი მომდევნო ვიზიტამდე გაგყვებათ.

ავტორი(ები)

110

დღის ამბები