სამშაბათი 25, ივნისი 2019

ივლისის ჯაზ ფესტივალის ბილეთები უკვე გაყიდვაშია

13, ივნისი 2019 10:06:00

18-20 ივლისს, ბათუმი, შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA)); ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), ემპ ფიდლერი (AMP FIDDLER ft.: Drummer From Detroit (USA)), ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)).
„ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - „The Funk Apostles“ გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი - ემპ ფიდლერი დაიკავებს, სპეციალური სტუმრით - Drummer From Detroit. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო“ დახურავს,“-აღნიშნულია ორგანიზატორების გავრცელებულ ინფორმაციაში. შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ბილეთები 3 ივნისიდან ონლაინ TKT.GE-ზე გაიყიდება. ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.

ავტორი(ები)

112

დღის ამბები