კვირა 22, სექტემბერი 2019

წელს პირველად აჭარის სანაპიროზე ქალი მაშველები იმუშავებენ

13, ივნისი 2019 12:33:00

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა მაშველი გოგონები გადაამზადა, ისინი  წელს პირველად ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

აჭარის სანაპიროზე 20-მდე გოგონა მაშველი იქნება. მაშველები  საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს“, - აცხადებენ უწყებაში.

15 ივნისს, აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.

 

ავტორი(ები)

813

დღის ამბები