სამშაბათი 25, ივნისი 2019

მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა

13, ივნისი 2019 14:22:00

მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით - 12 745 ადამიანით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში დარგში დასაქმებული იყო 59 662 ადამიანი. მაშინ როცა 2018 წლის 1-ელ კვარტალში სექტორში 63 837; ხოლო მე-4 კვარტალში - 72 407 პირი იყო დასაქმებული.
დარგში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა შესაძლოა, სამუშაო დაკარგოს. ეს კი მათი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირდება.
როგორც მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი გასულ თვეებში აცხადებდა, რეგულაციების შედეგად დეველოპერულ კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით, 30-35%-ით შეუმცირდათ. მისი პროგნოზით, საერთო დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 10% -ით შემცირდებოდა, ხოლო დაახლოებით 20%-ს შემოსავალი გაუნახევრდებოდა.
2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც. რეგულაციების ამოქმედებამ პრობლემები უკვე შეუქმნა ბიზნესს და იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

ავტორი(ები)

217

დღის ამბები