ორშაბათი 24, ივნისი 2019

,,კასტელო მარე" ,,tv25" ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

13, ივნისი 2019 15:33:00

,,კასტელო მარე"-ს ადმინისტრაცია ,,tv25" ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. ვიდეოში სასტუმროს თავზე აღმართული რუსეთის დროშა ჩანს და სასტუმროს წარმომადგენელი ფაქტს სტუმრისადმი პატივისცემით ხსნის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,რუსეთის დროშასთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ,რომ ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის, ეს არის სტუმრის პატივისცემა მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არაფერი.
ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არცერთ შემთხვევაში არ ვიზიარებთ სხვა პოზიციას!!
აქვე აღვნიშნავთ, რომ დროშა ჩამოხსნილია.
თქვენდამი ღრმა პატივისცემით,
სასტუმროს ადმინისტრაცია"  ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=13086

ავტორი(ები)

220

დღის ამბები