13, ივნისი 2019 17:32:00
შესაძლოა, ბათუმის დრამატული თეატრის მენეჯერი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ, თენგიზ სურმანიძის პოლიტიკური შეშხედულებებია. გუშინ, სურმანიძემ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ პოსტი დაწერა და იქვე აღნიშნა, რომ რეგიონის პირველი პირი და განათლების მინისტრი ზონდერები არიან. „უნამუსობაა, უსუსური და არა ადამიანური გადაწყვეტილება მიიღეთ“ - წერს თეატრის მენეჯერი. „ამ საკითხზე ახლა ვერ დაგელაპარაკებით, კლინიკაში ვარ და სასაუბროდ არ მცალია“- ასე უპასუხა „TV 25“-ს თენგიზ სურმანიძემ, რომელმაც არ გვითხრა ვის სურს მისი თანამდებობიდან წასვლა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გვარწმუნებს, რომ მენეჯერის შესაძლო განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.