13, ივნისი 2019 17:26:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა. სანაცვლოდ კი მოტყუებით, 800 ლარს დაეუფლა. დანაშაული 4 - დან 7 წალმდე პატიმრობას გულისხმობს.