ორშაბათი 16, სექტემბერი 2019

ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველები იმუშავებენ

13, ივნისი 2019 17:18:00

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა მაშველი გოგონები გადაამზადა, ისინი  წელს პირველად ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. აჭარის სანაპიროზე 20-მდე გოგონა მაშველი იქნება. მაშველები  საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს“, - აცხადებენ უწყებაში. 15 ივნისს, აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.

 


დღის ამბები