14, ივნისი 2019 17:12:00
ერთი თვის განმავლობაში, მრავალშვილიანი მშობლი სსტატუსის დადგენა 1 200 - ზემ მეტი მოქალაქემ მოითხოვა. აღნიშნულ მომსახურებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს. სტატუსი დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები. სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც დედა, ისე მამა. მისი დადგენა უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.