სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს

17, ივნისი 2019 11:55:00

კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს, - ამის შესახებ „საქსტატის“ 2019 წლის I კვარტალის ხელფასების სტატისტიკის ანგარიშშია აღნიშნულია.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების - 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58 და 22.4 ლარი შეადგინა.

I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1799 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).

ამასთან, 2019 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1151.9 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 45.4 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2056.6 ლარი, წლიური ზრდა 2.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1776.6 ლარი, წლიური ზრდა 4.1 პროცენტი) დარგში ფიქსირდება:

„საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 12.5 ლარით და 993.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

 

ავტორი(ები)

156

დღის ამბები