პირებს, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება სურთ, დამატებითი დრო ეძლევათ . შესაბამისი სამართლებრივი შესაძლებლობების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება.
პარლამენტის ბიუროს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინება.
2018 წლის 21 ივლისს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, უფლება მიეცათ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მიემართათ და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოეთხოვათ. შესაბამისი რეგულაცია 2019 წლის 15აგვისტომდე მოქმედებს.
ამავე ცვლილებებით გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება მიეცა სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს 5 524-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობის მოთხოვნით - 2957-მა პირმა.