17, ივნისი 2019 17:04:00
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში რიგის სახემწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები იმყოფებიან. რექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გადაწყდა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამა ამოქმედდება. სტუმრებს დაათვალიერებინეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გააცნეს მატერიალურ ტექნიკური ბაზა.