შაბათი 24, აგვისტო 2019

დავით სერგეენკომ მინისტრთა კაბინეტი დატოვა

18, ივნისი 2019 12:15:00

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ და შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრთან ერთად ოფიციალურად დღეს გაკეთდება. ამასთან, სერგეენკო ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.

„ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთოთ განცხადება ამის შესახებ. თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. მე დავრჩები გუნდში, იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისთვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ მე, არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“, - განაცხადა სერგეენკომ.

ავტორი(ები)

422

დღის ამბები