18, ივნისი 2019 17:02:00
„წელიწადის ოთხი დრო -მეგობრობის პალიტრა-ბათუმი-2019“ . ბათუმში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. პროეტის მიზანია ქართველი და უცხოელი მხატვრების დაახლოება, შემოქმედებითი იდეების გაზიარება და ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია. ფესტივალში 4 უცხოელი და 6 ბათუმელი მხატვარი ღებულობს მონაწილეობას. 10 დღის განმავლობაში მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება პლენერზე შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუსევრები.