28, მარტი 2017 20:31:00
ყოფილი სასპორტო სკოლის სხვადასხვა სპორტული სახეობებისთვის ალტერნატიული დარბაზების მოწყობა დასრულდა. ჭიდაობის, კრივის, სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკის, სპორტული ცეკვებისა და სხვა სახეობების სპორტდარბაზები ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე გადანაწილდა. გორგილაძის ქუჩასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული დარბაზები დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, კომპანია „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერეს. რაც შეეხება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, ლეონიძის ქუჩაზე უნდა დაიწყოს. პროექტის ესკიზი უკვე მზად არის. მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება კი უახლოეს პერიოდში იგეგმება. ე.წ ბასკოსთან არსებული სასპორტო დარბაზები მიმდინარე წლის იანვარში გასხვისხდა. ადგილზე „ორბი ჯგუფი“ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ტერიტორიის გასხვისებას საზოგადოების პროტესტი მოყვა.