24, ივნისი 2019 09:17:00
სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრმა ეკრემ იმამოღლუმ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 53,9% მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.
მმართველი პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა არჩევენებში ხმების 45,2 %-ის მოგროვება შეძლო. მან დამარცხება აღიარა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.
იმამოღლუმ საკუთარ წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
სტამბოლის მერის არჩევნები პირველად მარტში ჩატარდა, გამარჯვება მაშინაც ეკრემ იმამოღლუმ მოიპოვა, თუმცა არჩევნების შედეგები გააუქმეს.