24, ივნისი 2019 17:03:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური ვიქტორინის ფინალური ტური ჩატარდა. ათი ფინალისტიდან გამოვლინდა სამი საუკეთესო. "ბსუ ინტელექტუალი 2019" სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.მასში, სასწავლებლის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა.