ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით?

24, ივნისი 2019 20:35:00

რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები ნულოვანი საარჩევნო ბარიერით? ივანიშვილის ნათქვამი დღეს იურისტების და არამხოლოდ იურისტების წრეში,  ფართო განხილვის საგანი გახდა. რა მოიაზრა პარტიის დამფუძვნებელმა ფრაზის მიღმა?
რას მიშნავს ნულოვანი ბარიერი? საკითხი დღეს   განხილვის  საგანი გახდა. იურისტების თქმით ნულოვანი ბარიერის მიღება ნიშნავს იმას ,  რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ნებისმიერი პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს.  ახალი საარჩევნო სისტემის თანახმად აღარ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. 
ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ხმების მანდატებში გარდასახვას, სადაც ბარიერი მაინც გვაქვს.  საარჩევნო ცვლილების თანახმად,  ერთი მანდატის მოსაპოვებლად პარტიამ   0.67% პროცენტიანი მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ეს კი 15 000 მდე ამომრჩეველს გულისხმობს. ფორმულა -როგორ მოხდება პარლამენტში 150 მანდატის გადანაწილება , საკითხსი ჯერ კიდევ დამუშავების  პროცესშია.  მესამე სექტორი პროპორციული არჩევნების დადებით და უარყოფით მხარეებზე  საუბრობს
ახალი საარჩევნო სისტემის თანახმად არჩევნებზე თითოეული ამომრჩევლის მისვლა მნიშვნელოვანია. იურისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების თმით,  შესაძლოა ნულპროცენტიანმა  ბარიერმა  ისეთივე შედეგები მოიტანოს,  რაც  საქართველოში 1992 წელს ჩტარებულ არჩევნებს ჰქონდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, პროპორციული სისტემით და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გამართვასთან დაკავშირებით  ინიციატივით „ქართული ოცნება“გამოვიდა. 

 


დღის ამბები