24, ივნისი 2019 20:33:00
რას შეცვლის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ? გადაწყვეტილებას შეფასებები პოლიტიკურ წრეებსადა მესამე სექტორში უკვე მოჰყვა. ნაწილი იწუნებს, უფრო მეტი კი იწონებს. რა დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრები?
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებით საპროტესტო აქციის ჩახშობა სურს, რაც შეეხება ნულ პროცენტიან ბარიერს, ასმათ დიასამიძის ვარაუდით, პროცესების ამდაგვარი განვითარება პარლამენტში ქაოსს გამოიწვევს.
„ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა, ამასთან, პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარლამენტს უფრო პლურარისტულს გახდის.
,,გირჩში“ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილება სისრულეში იქნება მოყვანილი.
ხელისუფლებამ ახალგაზრდების ზეწოლას ვერ გაუძლო და დათმობაზე წავიდა - ასე ფიქრობენ ,,თავისუფლა ჟურნალსიტთა სახლში“. ასლან ჭანიძის თქმით, ნულ პროცენტიანი ბარიერი არ არის გამოსავალი და ახლა ყველაფერი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვალას დადებითად აფასებენ და პროპორციული სისტემის სიკეთეებზე ამახვილებენ ყურადღებას.
კომპრომისზე წასვლა და არა უკან დახევა - ასე აფასებენ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში და მიიჩნევენ, რომ ნულ პროცენტიანი ბარიები პატარა პოლიტიკური პარტიებისთვის შანსია.
პოლიტოლგთა ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დაგვიანებულს, თუმცა საჭიროს უწოდებენ. გელა ირემაძე მიიჩნევს, რომ შემდგომი ნაბიჯები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა უნდა იყოს. კობა ჯუმუშაძის თქმით, კი ცვლილება პოზიტიური, თუმცა სარისკოა.
იმ შემთხვეში, თუ პარლამენტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მხარს დაუჭერს, პირველი პროპორციული წესით არჩევნები, 2020 წელს ჩატარდება.