25, ივნისი 2019 14:47:00
პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია.
ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
კენჭისყრამდე კი თალაკავაძემ პარლამენტს 20- წუთიანი გამოსვლით მიმართა.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
სახელმწიფო ჰიმნის დასრულების შემდეგ თალაკვაძემ თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და პარლამენტის სხდომას უძღვება.