25, ივნისი 2019 15:17:00
ალექსანდრე თევზე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ქიმიურ ტერმინალთან დაკავშირებით გამოხატულ პროტესტს უკავშირებს. მერიის ყოფილი თანამშრომელი მოითხოვს, რომ დაკავებული პირების მიმართ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან ადგილი ჰქონდა გატაცების მცდელობას, ამის შესახებ თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდრე თევზაძეს კონფლიქტი გუშინ სავარაუდოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატ კახა მიქელაძესთან მოუვიდა. შსს ინფორმაციით, ფაქტზე ორი პირია დაკავებული, რომლებსაც სამართალდამცველები 279 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც ჯგუფურად იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.