25, ივნისი 2019 16:47:00
ალექსანდრე თევზაძე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ქიმიურ ტერმინალთან დაკავშირებით გამოხატულ პროტესტს უკავშირებს. მერიის ყოფილი თანამშრომელი ითხოვს, რომ დაკავებული პირების მიმართ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან ადგილი ჰქონდა გატაცების მცდელობას, ამის შესახებ თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდრე თევზაძეს კონფლიქტი გუშინ სავარაუდოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატ კახა მიქელაძესთან მოუვიდა. შსს ინფორმაციით, ფაქტზე ორი პირია დაკავებული, მათ ჯგუფურად იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ედავებიან.