25, ივნისი 2019 20:30:00
კიდევ ერთი სახლი ძველ ბათუმში, რომელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა. როგორ მიმდინარეობდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაცია და როგორ გამოიყურება XIX საუკუნის ბოლოს აგებული საცხოვრისი? გულნარა ლეფსაია ესაუბრა სპეციალისტებს და სახლის მეპატრონეს - მხარეთა მოსაზრებები კი ერთ რეპორტაჟში მოაქცია.
მალხაზ აბულაძე, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობს ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ფართობი წლების წინ იქირავა, გვიყვება რომ მოუვლელობის გამო, შენობა ნგრევის პირას იყო მოსული. კედლებზე ხავსი იყო მოდებული, იატაკი ჭერი და შენობის სხვა ნაწილები განადგურებული.
ზუბალაშვილის 38 ნომერში მდებარე ეს სახლი, მეცხრამმეტე საუკუნეში აშენდა. წლების განმავლობაში შუშაბანდის იერსახე შეცვლილი იყო, სახურავზე კრამიტის დიდი ნაწილი მოშლილი.შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღითიდღე ნადგურდებოდა.
სახლის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოების დაწყებას წინ საპროექტო დოკუმენტის შექმნა,ფერის, გელოგიური და ფუნდამეტის ვარგისიანობის კვლევა უსწრებდა. სახლის მხოლოდ ერთ ოთახში მოხდა ძველი იატაკისა და კარის შენარჩუნება, შენობის დანარჩენი ნაწილი კი ძველი იერსახით აღდგა.
გარდა შიდა ინტერიერისა, სრულად შეიცვალა სახურავიც. სწორედ სახლის ეს ნაწილი იყო ყველაზე რთული სამუშაო.
განსაკუთრებულ ყურადღებას სახლის აივნის იატაკი იწვევს, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი ფილები. სწორედ ამ ფორმის მიხედვით სპეციალური ყალიბები გაკეთდა და ძველი იერსახით აღდგენაც დაიწყო.
ძეგლის მქონე შენობის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცის საააგენტომ ორი წლის წინ შეიძინა. შენობის რესტავრაცისთვის საჭურო თანხა კი ბათუმის მერიამ გამოყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახლის სარდაფსაც ჩაუტრადა. ახლა შენობაში სპციალისტები ბოლო დეტალებზე მუშაობენ. XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას.