28, ივნისი 2019 10:53:00
27 ივნისს - ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში დაიწყო ომარ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ხელბურთში 2003-2005 წწ. დაბადებულთა შორის. ტურნირი 2010 წლიდან ტრადიციულად, ყოველწლიურად მიმდინარეობს და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მასში მონაწილეობენ ხელვაჩაურის, ბათუმის, ფოთის, სამტრედიის, გორის და ქუთაისის გუნდები. ფინალური შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება.
ომარ ბოლქვაძე წლების განმავლობაში, აჭარის განათლების სამინისტროს სპორტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 80-იან წლებში კი, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორი იყო.