28, ივნისი 2019 00:00:17
პედაგოგები, რომლებიც ჯილდოს აღებას აპირებენ, სკოლაშო დაბრუნება ორი წლის შემდგე შეეძლებათ. თუმცა მათ ყველა იმ საფეხურის გავლა მოუწევთ, რაც დამწყები მასწავლებლებისთვისაა გასაზღვრული. ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ, აჭარაში მოქმედ სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე გაჟღერდა. ღონისძებაზე ასევე ისაუბრეს საპენსიო ასაკის მასწავლებლების სკოლიდან წასვლის შემდგომ, კადრების დეფიციტის არსებობის შემთხვევაში გამოწვეული პრობლემის მოგვარების გზებზე.