01, ივლისი 2019 20:40:00
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი გაიარეს. რეგიონში 3 საგამოცდო ცენტრია. დარეგისტრირებული კი 4 ათას 384 ახალგაზრდაა. რიგორი იყო აქტივობა პირველ დღეს და რა სიახლეებია წელს გამოცდაზე?
საგამოცდო ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დილის 9 საათზე გაიხსნა. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდნენ. აჭარაში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მსურველი 4 384, ქვეყნის მასშტაბით კი, 41ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
საქართველოს 11 ქალაქში ჯამში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. მათგან ორი ბათუმშია, რაც აბიტურიენტებისთვის სიახლეა. გამოცდები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის #1 საჯარო სკოლაში ტარდება.
აჭარაში კიდევე ერთი საგამოცდო ცენტრი ხულოშია გახსნილი, სადაც სულ 163 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ბათუმისგან განსხვავებით იქ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ორ დღეს გრძლდება. დღეს ცენტრში რეგისტრირებული 91 აბიტურიენტიდან მხოლოდ ერთი, ჯამში კი აჭარაში, პირველ სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 7 % არ გამოცხადდა. მეორე სესიაზე 99 %-იანი დასწრება იყო.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებზე სიახლეა: აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი,თუ ორი ან მეტი არჩევითი საგნიდან ერთ-ერთში ჩაიჭრება ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 10 ივლისიდან კი გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება.