02, ივლისი 2019 17:18:00
ბათუმში, ავტომობილებიდან კატალიზატორების მოპარვის ფაქტზე სამი პირია გამოვლენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქურდალი ნივთები მკიცებულებულებადაა ამოღებული. ცნობისთვის, ქურდობის ფაქტი გუშინ, ინასარიძის ქუჩის მეორე ჩიხში მოხდა.. დაუდგენელმა პირებმა ოთხი ავტომობილიდან კატალიზატორები ამოიღეს. გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.