02, ივლისი 2019 17:04:00
ქვიშის ფრენბურთში აჭარის ღია პირველობის ფინალი გაიმართა. შეჯიბრში, საქართველოს ყველა რეგიონიდან თორმეტ და თხუთმეტ წლამდელთა 34 გუნდი მონაწილეობდა. პირველ კატეგორიაში ქუთაისის წყვილმა გაიმარჯვა, მეორეში კი ბათუმის გუნდი გავიდა ფინალში. თამაშს აჭარის ფრენბურთის ფედერაცია, სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ყოველწლიურად ახორციელებს. ტურნირის მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა.