03, ივლისი 2019 17:20:00
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. მიზეზი კი ისაა, რომ ინტერნეტსივრცეში, ყალბი ვებგვერდი შეიქმნა, საპენსიო სააგენტოს სახელით და ლოგოთი. ყალბი ექაუნთი მოქალაქეებს დანაზოგის შემოწმებას სთავაზობს. აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული.