03, ივლისი 2019 17:18:00
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. ამხანაგობა „ინჟ-არქიტექტთან“ ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდმინარე წლის 25 მარტს გააფორმა. სამუშაოების პირველი და მეორე ეტეპების დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას სამინისტრომ 24 ათასი ლარით დააჯარიმა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ამხანაგობას უწყებაში 25 ივნისამდე უნდა წარედგინა. შესყიდვების გვერდზე კი მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე არ არის.