პარასკევი 23, აგვისტო 2019

სოფელ ყოროლისთავში პანორამული პლატფორმებისა და ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოწყობა იგეგმება

03, ივლისი 2019 19:53:00

მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავში ტურისტული თავშესაფრების, პანორამული პლატფორმებისა და 11 კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოწყობა იგეგმება

პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა ითვალისწინებს:
მთა მტირალასა და სოფელი ყოროლისთავის კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებას
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების არქიტექტურული ნახაზების, პროექტის სადემონსტრაციო-საპრეზენტაციო ვიდეოსა და 3D ვერსიების მომზადებას
მთა მტირალას ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადებას

ტურისტული განვითარების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უკვე გამოცხადა და მისი ნახვა მსურველებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ –http://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm…

გეგმის მომზადება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3“ ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

ავტორი(ები)

2858

დღის ამბები