03, ივლისი 2019 20:30:00
ზუნდაგა, გულები, ღორჯომი და ნიგაზეული- საინფორმაციო ტური ტურისტული სააგენტოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადეგნლებისთვიის „მწვანე სექტორმა“ მოაწყო. მაღალმთიან აჭარაში არსებული მუსლიმური სალოცავები - მათი წარსული და დღევანდელობა ერთ რეპორტაჯში გულნარა ლეფსაიამ მოაქცია.
ქედაში, სოფელ ზუნდაგაში მოგზაურობისას, ლამაზ ბუნებასთან ერთად, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს განსაკუთრებული არქიტექრურით ნაშენი ეს სახლები. ლაზ ოსტატებს აქ კედლები ხეში ჩასმული ქვით აუშენებიათ. ერთ-ერთ სახლში, დღემდეა შემონახული უძველესი ნივთები, რომლებიც წარსულზე მოგვითხრობენ.
სოფელი კიდევ არაერთ ისტორიას ინახავს. მათ შორისაა 1928 წელს აშენებული მუსლიმური სალოცავი. შენობას ძველებურ თარგზე გამჭრილი ორნამენტები ამშვენებს. ადგილობრივების თქმით, ხის მეჩეთზე ქვები, ძველი ნაეკლესიარიდანაა გამოყენებული.
აჭარაში არსებული მეჩეთების მონახულების საშუალება არასამთავრობო ორგანზიაცია ,,მწვანე სექტორი“ მიერ განხორციელბული საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოგვეცა. მონაწილეების შემდეგი გაჩერება სოფელი გულებია. აღმოჩნდა, რომ აქ მდებარე მუსლიმური სალოცავი, დაახლოებით სამი საუკუნის წინ აშენდა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომლოცველები თითქმის ერთი საუკუნეა, რაც არ ყოფილან. ორ სართულიანი ხის ნაგებობა ხალხური მხატვრული ორნამენტებითაა გაფორმებული.
ეს კი საქართველოში ყველაზე დიდი მეჩეთია, რომელსაც ხუთი გუმბათი ამშვენებს. ხულოში, სოფელ ღორჯომში მდებარე ამ სალოცავში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ საუცხოო ფერები და ორნამენტები. ლაზი ოსტატების ხელწერა ამ შებოასაც ეტყობა. შესასვლელის ორივე მხარეს სიმინდისა და ოსმალური ორთქლის გემის მოტივებია. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს
,,ტოლერანტობის ბილიკის“ მონაწილეები ტურისტული სააგენტოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები იყვენენ.
სინქრონი მონაწილეები
საინფორმაციო ტურის მონაწილეების გოლო გაჩერება შუახევში, სოფელი ნიგაზეულია. ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლეზე არსებულ სოფელში შუასაუკუნეების ციხესიმაგრის გარდა, ძველი მეჩეთის ნახვას შეძლებთ.
საქალაქო ტელეფონები, ნახშირის უთო, ძველი საოჯახო და საბრძოლო ნივთები - შუახევში, სოფლე ნიგაზეულში, სელიმ ხიმშიაშვილის სახლეობის მუზეუმში თქვენს წინაშე ისტორია გაცოცხლდება.
,,საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით განხორცილებული ერთდღიანი სიანფორმაციო ტური ამით დასრულდა.