ორშაბათი 26, აგვისტო 2019

საქართველოს ისტორიის ნაწილი მაღალმთიან აჭარაში

04, ივლისი 2019 11:19:00

შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული დარჩიძეების (გოგოლაურის, იგივე, მთისუბნის) ციხე XII-XIII საუკუნეებშია აგებული.

იგი მდებარეობს მარეთის ხეობის მარჯვენა მხარეს, სოფ.დარჩიძეების განაპირა უბანში, სამმხრივ მიუვალი, უზარმაზარი კლდის შუაში, ჩირუხისწყლის მარჯვენა მხარეს. ამ ადგილს ძველად გოგოლაური ეწოდებოდა, ახლა მთისუბანსაც ეძახიან. მას წაგრძელებული ტრაპეციის ფორმა აქვს. ციხეს ერთადერთი მისადგომი ჩრდილოეთის მხრიდან ჰქონდა. მთლიანი ფართობი 190 კვ.მ-ია.

ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხის საძირკვლამდე, სადაც კედელი შედარებით დაბალია, კლდეში ნაკვეთი ბილიკია. როგორც ჩანს, აქ იდგმებოდა ასაწევი კიბე, რომლის აწევის შემთხვევაში ციხე, ფაქტიურად, მიუვალ ციტადელად იქცეოდა.

ავტორი(ები)

1372