04, ივლისი 2019 17:16:00
საქართველოში საწვავი გაძვირდა. რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა. ახალი ფასი „სოკარის“ ქსელში 2 ლარი და 48 თეთრია „ვისოლში“ – 2 ლარი და 54 თეთრი , „ლუკოილში“ – 2 ლარი 46 თეთრი , „გალფში“ – 2 ლარი და 54 თეთრი. 3-6 თეთრით გაიზარდა სხვა ტიპის ბენზინისა და დიზელის ფასიც.